Wednesday, April 9, 2014

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.

გადავხედეთ პროექტში მითითებულ სტანდარტებს და შევამოწმეთ გვქონდა თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისად შერჩეული, რისთვისაც გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიაში მოცემული ზმნები.

ასევე, სტანდარტის ამოცანიდან გამომდინარე პროექტის მიზნების ჩამოყალიბება.გავიგეთ, რომ ყველა სტანდარტს უნდა ჰქონდეს ამოცანა, ხოლო ამოცანა არ უნდა იყოს ბუნდოვანი, რათა შეგვეძლოს მისი შეფასება.

შემდეგი საკითხი მოიცავდა მიმართულების მიმცემი საკვნძო კითხვების დასმას, რაც თვალსაჩინოდ იყო მოცემული პრეზენტაციაში.ეს საკითხი მოიცავდა კითხვების სახეობებს, როგორიცაა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი, და მათ სწორად დასმის ხელოვნებას.

ბოლოს , საშინაო დავალებაც, მოცემული საკითხები პროექტის საკმაოდ გააზრებულად  ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს და აუცილებლად გამოვიყენებ.

No comments:

Post a Comment