დღევანდელი დღეც ასეე საინტერესოდ წარიმართა.
თავდაპირველად, ერთმანეთის პროექტები გავაზიარეთ და მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს გავუკეთეთ კომენტარები
გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას - შეფასება.
( შეფასების 5 მიზანი :
4 განმავითარებელი
1 განმსაზღვრელი )
შემდეგ გავწერეთ დროის ჩარჩო ჩვენს პროექტის გეგმაში.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რადგან გავწერეთ მოსწავლეთა შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები მთელი პროექტის მანძილზე.
მოსწავლეთა საჭიროების შეფასებისთვის შევქმენით ნიმუში სხვადასხვაგვარად (ვენის დიაგრამა,KWL ცხრილი )
ბოლოს power point -ში შევქმენით პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელშიც ავსახეთ პროეტის გეგმა და ჩავსვით შეფასების დოკუმენტები.
შეფასების საკითხი ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგს ვაქცევთ ყურადღებას.
საშინაო დავალება : დავასრულოთ შეფასების ფორმა პროცედურების გაწერით.
No comments:
Post a Comment